კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წელი
რა მონაცემებს ვაგროვებთ
Dekla აგროვებს მხოლოდ იმას, რაც დეკლარაციის მომზადებას სჭირდება: შენი ბრუნვის თანხები, საკონტაქტო მონაცემი (ტელეფონის ნომერი, სურვილისამებრ email) და საიდენტიფიკაციო კოდი.
⚠️ ჩვენ არასოდეს ვითხოვთ და არ ვინახავთ შენს rs.ge-ის მომხმარებელსა და პაროლს.
როგორ ვინახავთ
მონაცემი ინახება დაცულ სერვერზე, დაშიფრული კავშირით (HTTPS). წვდომა შესვლა ხდება ტელეფონის ნომერზე გამოგზავნილი ერთჯერადი კოდით — პაროლის გარეშე.
მესამე მხარეები
გარკვეულ სერვისებს ვიყენებთ მხოლოდ საჭირო მონაცემით: SMS-კოდები (sender.ge), გადახდები (საქართველოს ბანკი), AI ასისტენტი (Anthropic — ეგზავნება მხოლოდ შენი შეკითხვა და აგრეგირებული ბრუნვა, არა პირადი დოკუმენტები).
ქუქები და სარეკლამო ანალიტიკა
საიტი იყენებს ქუქებსა და გაზომვის ხელსაწყოებს — მათ შორის Meta Pixel-ს (Facebook/Instagram) — რომ გავიგოთ, საიდან მოვიდა ვიზიტორი და რამდენად ეფექტურია ჩვენი რეკლამა. ეს ხელსაწყო ათავსებს ქუქებს და აგზავნის მოვლენების მონაცემს (მაგ. გვერდის ნახვა, რეგისტრაცია) Meta-ს სერვერებზე. არ ვაზიარებთ შენს საგადასახადო მონაცემს ან rs.ge პაროლს. მარკეტინგული ქუქები შეგიძლია გამორთო ბრაუზერის პარამეტრებში ან Meta-ს რეკლამის პარამეტრებში.
შენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემის ასლი (ექსპორტი) ან სრული წაშლა. მოგვწერე: info@dekla.ge.
დაგვიკავშირდი
კითხვების შემთხვევაში: info@dekla.ge